ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი გადაწყვეტილებას არ ცვლის


ისრაელის სამხედრო ძალებმა სადავო რაიონიდან ასამდე პალესტინელი დემონსტრანტი გააძევეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იერუსალიმთან ახლოს ებრაული დასახლებების მშენებლობები გაგრძელდება. აღნიშნულ რაიონზე პრეტენზიას პალესტინელები აცხადებენ. დღეს ისრაელის სამხედრო ძალებმა რაიონიდან ასამდე პალესტინელი დემონსტრანტი გააძევეს.

დღეს ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "მშენებლობები გაგრძელდება", თუმცა ისრაელს სჭირდება დრო, ვიდრე დაასრულებს კორპუსებს, რომლებიც სამი ათას მოსახლეზეა გათვლილი. კვირას, სადავო რაიონში პალესტინელებმა დემონსტრაცია მოაწყვეს, თუმცა, მათი აქცია ისრაელის სამხედრო დანაყოფმა დაშალა. დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის.
XS
SM
MD
LG