ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ახალ გეგმას აქვეყნებს


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში 800, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმში 600 საცხოვრებელი სახლი აშენდება

ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 1400 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის გეგმის შესახებ. გადაწყვეტილება შემაშფოთებელი იქნება პალესტინელებისთვის, რომლებიც ისრაელთან დაძაბულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

პარასკევს ისრაელის განსახლების სამინიტრომ განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში 800, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმში 600 საცხოვრებელი სახლი აშენდება. აღსანიშნავია, რომ ორივე ტერიტორია ისრაელს 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული.

გასულ თვეს ისრაელმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის სამშვიდობო ინიციატივით 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი დაელოდნენ ვიდრე კერი რეგიონს დატოვებდა და სახლების მშენებლობის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს.
XS
SM
MD
LG