ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად ოთხშაბათს ახალი კამპანია წამოიწო. ის მიზნად ისახავს სოციალურ მედიაში გავრცელებულ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას „რეგიონის შედარებით უფრო ზომიერი და ტოლერანტული ხმები“ დაუპირისპიროს.
რიჩარდ სტენგელი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, აცხადებს, რომ მათი მიზანია დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში მოხალისეების გადინებას შეუშალონ ხელი. პროექტი, სახელწოდებით სავაბის ცენტრი, აბუ დაბიში დაფუძნდა და პირველივე დღეს ტვიტერზე და იუთუბზე ისლამური სახელმწიფოს შესახებ ვიდეო მასალა გაავრცელა. ვიდეოებში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობენ დაჯგუფებაში მებრძოლი ადამიანები ისლამის არასწორი ინტერპრეტაციით ხალხში სიძულვილის, შიშის და შეუწყნარებლობის გავრცელებას.