ერაყის ხელისუფლების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი კირკუკის პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქა. ამის შემდეგ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს შენობაზე, რომლის დროსაც სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა.
ძლიერმა აფეთქებამ ახლომდებარე შენობებიც დააზიანა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ცნობილია, რომ ერაყის უშიშროების ძალების და შიიტური მთავრობის წინააღმდეგ ძირითადად სუნიტი მეომრები იბრძვიან.
ქალაქი კირკუკი ბაღდადიდან 250 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ნავთობით მდიდარ რაიონში. ამ ქალაქში შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, ეთნიკური ქურთების არაბების და თურქმენების ჩათვლით.