ერაყის ოფიციალური წყაროებით და საავადმყოფოებიდან მიღებული ინფორმაციით, ბაღდადში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მომხდარი აფეთქებების გამო სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა. ყველაზე ძლიერი აფეთქება ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირკუკში მოხდა, სადაც ორი მანქანა და გზისპირას დაფლული ბომბი ერთდროულად ამოქმედდა. აფეთქებაში, რომლის სამიზნეც ადგილობრივი პოლიციის შეფის ავტოკოლონა იყო, 9 ადამიანი დაიღუპა.
ბაღდადში, შიიტებით დასახლებულ უბნებში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი შეეწირა. ანალოგიური ინციდენტები ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ორ ქალაქში, მოსულში და ტერმიაში დაფიქსირდა. დაღუპულებს შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.