ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთს ირანთან დიპლომატიის იმედი აქვს


ირანი დაჟინებით უარყოფს ატომური ბომბის დამზადების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის ჭირდება

მსოფლიოს ლიდერთა განცხადებით, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები დიპლომატიის დონეზე ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს განცხადება დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ორშაბათს ყაზახეთში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ექვსი უძლიერეს სახელმწიფოს: შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთს და გერმანიას სურთ, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის გაგრძელება შეწყვიტოს, რისი საშუალებითაც ისლამურ რესპუბლიკას შეეძლება ატომური ბომბი დაამზადოს.

ირანი დაჟინებით უარყოფს ატომური ბომბის დამზადების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის ჭირდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG