ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ირანზე ზეწოლისკენ მოუწოდებს


ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი სპეციალურ ტაქტიკას იყენებს და მოლაპარაკებების საშუალებებით დრო გაჰყავს

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის მხრიდან აშკარა და შესაძლებელი საფრთხის გამო, თეირანს ბირთვული იარაღის შექმნა უნდა აეკრძალოს.

ეს განცხადება ნეთანიაჰუმ იერუსალიმიდან ვაშინგტონში სატელიტური ჩართვის დროს გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ სიტყვიერი გაფრთხილებები და სანქციები ირანს აღარ აშინებს. ამიტომ ვიდრე თეირანი "წითელ ხაზს" საბოლოოდ გადაკვეთს და ბირთვულ იარაღს შექმნის, საჭიროა მისი შეჩერება.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი სპეციალურ ტაქტიკას იყენებს და მოლაპარაკებების საშუალებებით დრო გაჰყავს.
XS
SM
MD
LG