ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებას ასრულებს


ორშაბათ, შეერთებული შტატების მთვრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანი მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ, 2015 წელს მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას ასრულებს. შეთანხმებას, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ოდესმე არსებული, ყველაზე უარესი გარიგება“ უწოდა.

შეერთებული შტატების კანონის შესაბამისად, ყოველ 90 დღეში, სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესს ირანის მიერ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ უნდა მოახსენოს.

ადმინისტრაციის მაღლი თანამდებობის პირმა თქვა, რომ იმ დროს, როდესაც ირანი, ტექნიკურად, შეთანხმების პირობებს ასრულებს, „არ არსებობს კითხვები იმაზე, რომ ის შეთანხმების დედააზრს არღვევს“. მან ასევე თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ მომავალში შეთანხმების პირობების შესრულება უფრო მკაცრად გააკონტროლოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG