აპრილში, ირანი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიაში დიდი ენთუზიაზმით აირჩიეს. კომისია მთავარი გლობალური ორგანოა, რომელიც მსოფლიოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დავის პოლიტიკას იმუშავებს.
ამ განცხადებისთანავე ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებისგან პროტესტის განცხადებები გავრცელდა როგორც ირანის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. პროტესტის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ ირანი მუდამ არღვევს ქალთა უფლებებს და ის კვლავ გაეროს კომისიის წევრი ხდება, რომელსაც ქალთა უფლებების დაცვა ევალება.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანი კომისიის 45 წევრიდან ერთ-ერთ წევრად ინიშნება. ირანი გაეროს თერთმეტ წევრიანი აზიის ჯგუფის წევრია და ქალთა უფლებების კომისიაში უკვე თითქმის 20 წელია მონაწილეობს. კომისიის წევრების არჩევნების დროს, აზიის ჯგუფი ეგრეთ წოდებულ „სუფთა ქვეყნებს“ წარადგენს კომისიის წევრების კანდიდატებად. რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონალური ჯგუფები კანდიდატების მხოლოდ იმ რაოდენობას წარადგენენ რამდენი ადგილიც ჯგუფს ეკუთვნის. გაეროს კენჭისყრის პრაქტიკაზე დაყრდნობით, თუ დაინტერესებული კანდიდატების რაოდენობია იგივეა, რაც შესავსები ადგილების რაოდენობა, ყველა კანდიდატი ავტომატურად მტკიცდება.
აზიის წგუფმა ოთხ-წლიანი ვადით, რომლეიც 2011 წელს დაიწყება, ორი ქვეყანა, ირანი და ტაილანდი წარადგინა ჯგუფისთვის განკუთვნილი ორი ადგილის შესავსებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანს კომისიაში წევრობა გარანტირებული აქვს.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა სტატუსის კომისიის წევრებს შერეული წარმატება აქვთ ქალთა უფლებების დაცვაში, კომისიამ მაინც მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობა, ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა და ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში წახალისება.
გარდა იმისა, რომ ირანი ქალთა სტატუსის კომისიის წევრობაზე აცხადებს პრეტენდენტობას, მას სურვილი გამოუთქვამს გაეროს კიდევ რამდენიმე ისეთ ორგანიზაციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებისთვისაც ირანი ნამდვილად არ არის კვალიფიცირებული, მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვის საბჭო, რომლის წევრიც ირანი არასოდეს ყოფილა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა ირანს პასუხისმგებლობა დააკისროს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ირანმა საბჭოს წევრობის მოთხოვნა გამოითხოვა.
ირანში ქალების მიმართ დამოკიდებულება საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ამის გამო ირანი არ იმასხურებს ასეთ ორგანიზაციაში წევრობას რომელიც ქალების უფლებებს იცავს.