ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის გამო ირანი 85 ათას პატიმარს დროებით ათავისუფლებს


ირანის იუსტიციის უწყების პრეს-მდივანმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის საპასუხოდ, ირანმა 85 ათასი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკური პატიმრებიც, ციხიდან დროებით გაათავისუფლა.

ირანმა კორონავირუსის 16169 შემთხვევის და 988 გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა, რომელიც პანდემიის სამშობლო ჩინეთის გარეთ ქვეყნებში, ვირუსის ყველაზე უარესი აფეთქების შემთხვევაა.

იუსტიციის უწყების პრეს-მდივანმა, გოლამჰოსეინ ესმაილიმ თქვა: “ამ დროისთვის, 85 ათასი პატიმარი გათავისუფლდა... ამასთან ერთად, ციხეებმა /ვირუსის/ აფეთქებასთან დასაპირისპირებლად, სიფრთხილის წინასწარ ზომებს მიმართეს.”

სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადაცემული ბრიფინგის დროს მას ჰკითხეს, გათავისუფლებულთა შორის პოლიტიკური პატიმრებიც თუ იყვნენ. მან უპასუხა: “დიახ, მათი დაახლოებით 50 პროცენტი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პატიმარი იყო.”

მას არ უთქვამს, გათავისუფლებული პატიმრები ციხეში უნდა დაბრუნდნენ თუ არა.

9 მარტს, ირანმა, ვირუსის პანდემიის გამო, 70 ათასი პატიმრის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ მათ შორის პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ.

ირანში ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს საგანგებო მომხსენებელმა, ჯავად რეჰმანმა თქვა, რომ მაშინ თეირანს სთხოვა, ქვეყნის გადავსებული და ავადმყოფობების ბუდედ ქცეული ციხეებიდან ყველა პოლიტპატიმარი დროებით გაეთავისუფლებინა, რათა ვირუსის გავრცელების შეკავებას დახმარებოდა.

რეჰმანმა თქვა, რომ გაათავისუფლეს ის პატიმრები, რომლებსაც ხუთ წელიწადზე ნაკლები პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ისინი კი, ვისაც უფრო მძიმე სასჯელი ჰქონდა და ასევე ისინი, ვინც ანტი-სამთავრობო პრეოტესტში მონაწილეობდა, ციხეებში დარჩნენ.

ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ამბობენ, რომ გასულ რამდენიმე დღეში, ისლამურმა რესპუბლიკამ სულ ცოტა ათი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მაგრამ ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრები საპყრობილეში რჩებიან.

9 მარტს მომხდარ გათავისუფლებამდე ირანმა განაცხადა, რომ ციხეებში 189,500 ადამიანი ჰყავდა, ეს აისახა ანგარიშში, რომელიც რეჰმანმა ადამიანის უფლებების საბჭოს იანვარში წარუდგინა. მიაჩნით, რომ მათ რიცხვში შედის ასობით ადამიანი, რომელიც ნოემბრის ანტი-სამთავრობო პროტესტების დროს დააპატიმრეს.

შეერთებულმა შტატები ირანს დაჟინებით მოუწოდებდა გაეთავისუფლებინა ათობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე და უცხოელი, რომლებიც მეტწილად ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავთ დაკავებული. ვაშინგტონი ამბობს, რომ ნებისმიერი ამერიკელის გარდაცვალების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას უშუალოდ თეირანის მთავრობას დააკისრებს.

ირანის სასულიერო მმართველებმა ქალაქების ჩაკეტვაზე უარი თქვეს, მაგრამ ხალხს 20 მარტამდე -ირანულ ახალ წლამდე- მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩიეს.

ბევრმა ირანელმა ჯანდაცვის უწყების რჩევებს, სახლში დარჩენილიყვნენ,ყური არ ათხოვა. მაღაზიები და რესტორნები ღიაა.

სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ირანის უმაღლესმა მმართველმა, აიათოლა ჰამენეიმ გამოსცა რელიგიური გადაწყვეტილება, რომლითაც “არასაჭირო” მოგზაურობა იკრძალება.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, ადამიანებმა საახალწლოდრომ იმოგზაურონ, შესაძლოა ვირუსით მილიონობით ირანელი დაიღუპოს.

ვირუსის წინააღმდეგ თეირანის ბრძოლის დაბრკოლებაში, ირანის ოფიციალურმა პირებმა, ვაშინგტონის მიერ სანქციების განახლება დაადანაშაულეს.

თეირანმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ამერიკული სანქციების მოხსნის მისეულ მოწოდებას შეუერთდნენ, მაგრამ საქმეში ჩახედული წყაროებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონის მიერ სანქციების შერბილება ნაკლებად სავარაუდოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG