ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშედეგო მოლაპარაკებები თეირანში


მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 12 თებერვალს დაიგეგმა

თეირანში გაეროს მაღალი რანგის ინსპექტორებს და ირანის ოფიციალურ პირებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი არ შეინიშნება. ინსპექტორები ცდილობენ გამოიძინონ ირანში საეჭვო ობიექტები, სადაც სავარაუდოდ მიმდინარეობს ატომური ბომბის შექმნა.
ირანის საინფრომაციო სააგენტოების განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ირანს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 12 თებერვალს დაიგეგმა.
ქალაქ ვენაში მოქმედი გაეროს სააგენტო იმედოვნებდა, რომ ირანთან მიღწეული იქნებოდა რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც დამკვირვებლებს საეჭვო ობიექტების გამოძიების საშუალებას მისცემდა.
XS
SM
MD
LG