ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა სირიელ მეამბოხეებზე იერიში მიიტანა


ირანის "ისლამური რევოლუციური გვარდიის" განცხადებით, მათ ორშაბათს სირიელ მეამბოხეებზე იერიში მიიტანეს. გვარდიის თქმით, ეს მებრძოლები არიან პასუხისმგებელი აჰვაზის სამხედრო აღლუმზე თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ტერორისტულ დანაშაულზე" პასუხისმგებელი პირების სათაო ოფისს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს და წინასწარი შეფასებებით, ბევრი "ტერორისტი და მათი ლიდერები" ამ თავდასხმას შეეწირნენ ან დაშავდნენ.

ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია ვინაა პასუხისმგებელი ირან-ერაყის ომის იუბილისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე თავდასხმაში.

ირანი არაბ სეპარატისტებს სდებს ბრალს, ხოლო ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG