"ირანმა, ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტით, თავდასხმა განახორციელა აშშ-ის და კოალიციის სამხედრო ძალების ბაზებზე, რომლებიც ერაყშია განთავსებული". ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
პენტაგონის განცხადების მიხედვით, ავიაირიშების სამიზნე, ერაყის დასავლეთით მდებარე ორი სამხედრო ბაზა იყო: ალ-ასადი და ირბილი. თავდასხმის შედეგად, დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. "ვმუშაობთ საბრძოლო ზარალის შეფასებაზე" - თქვა განცხადებაში პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.
თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის წარმომადგენლების, პარტნიორებისა და რეგიონის მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აშშ ყველა საჭირო ზომას მიმართავს.
აშშ-ის მიერ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის უმაღლესმა ლიდერმა, რევანშის პირობა დადო. აშშ-ის პრეზიდენტმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთ შენთხვევაში, ვაშინგტონის პასუხი უმკაცრესი იქნებოდა.
Facebook Forum