ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას


ამის შესახებ განცხადება ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გააკეთა

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას, მაგრამ თუ ირანი ატომური ბომბის დაუფლებას მტკიცედ გადაწყვიტავს ვერცერთი ქვეყნა ვერ შეუშლის ხელს ამ მიზნის განხორციელებაში.
ირანის წინამძღოლის განცხადებით, თეირანი ბირთვული იარაღის აკრძალვას და განადგურებას უჭერს მხარს. ირანის სულიერი ლიდერის განკარგულებით, ისლამური კანონების შესაბამისად, ბირთვული იარაღი აკრძალულია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
დასავლეთი ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG