ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ნავთობის ტანკერი სამი დღეა იწვის


აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ირანული ნავთობის ტანკერი კვლავ იწვის. სამი დღის წინ ის ჩინეთის სატვირთო გემს შეეჯახა.

ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობას და დაკარგულ მეზღვაურთა ძებნას ძლიერი ქარი, ზღვის ღელვა და ტოქსიკური კვამლი აფერხებს, რომელიც დაზიანებული გემიდან ვრცელდება.

სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე მაშველების მიერ ნაპოვნია მხოლოდ ერთი გვამი, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

ადგილზე მუშაობს ჩინეთის, სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების საზღვაო და საჰაერო სამაშველო ძალები. ისინი ირანული ტანკერის ეკიპაჟის 32 წევრს ეძებენ, რომელთა შორის 30 ირანელია და 2 ბანგლადეშელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG