ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია


ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია
ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია

ბრიტანეთმა თავისი დიპლომატების ნაწილი გაიყვანა ირანიდან. ნორვეგიამ კი საერთოდ დაკეტა წარმომადგენლობა თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლობამ დიპლომატების და მათი ოჯახების ნაწილობრივი ევაკუაცია მოახდინა თეირანიდან დუბაიში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით ირანის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება თავისი მოქმედების გამო, როდესაც პოლიცია გულგრილად შესცქეროდა ისლამისტი ექსტრემისტების აგრესიულ გამოხდომებს, რომლებმაც ბრიტანეთის საელჩოს ქვები დაუშინეს.

ირანელთა აღშფოთება ბრიტანეთის მიერ თეირანისთვის დაწესებულმა ახალმა სანქციებმა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG