ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიათოლა ამერიკასთან მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრებს


ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი აცხადებს, რომ ამერიკასთან მომავალში წარმოებული მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ პროგრამას შეეხება და არაფერ სხვას.

ხამეინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, „ჩვენ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების წარმოება კონკრეტულად ბირთვულ საკითხზე გადავწყვიტეთ. სხვა მიმართულებებზე ჩვენ შეერთებულ შტატებთან არ გვიწარმოებია და არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.“

აიათოლას თქმით, ამერიკისთვის მოლაპარაკების შესაძლებლობის მიცემა იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები „ირანზე გავლენას მოახდენს და საკუთარ ნებას თავზე მოხვევს.“

ივლისში ამერიკასა და მსოფლიოს ხუთ წამყვან ქვეყანასა და ირანს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმება თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლბელობის საწინდარად განიხილებოდა. ამერიკასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წელს შეწყდა.

XS
SM
MD
LG