პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას გამოხატავს, ვიდრე წინა ადმინისტრაცია, ამის დასტური ჯაველინების მიყიდვა, ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და სახელმწიფო მდივნის მკაფიო მხარდაჭერის განცხადებებია - ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი 36 წლიანი გამოცდილების მქონე ყოფილ დიპლომატს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
ბატონო კენეტ, მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში სულ ახლახან იყავით. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით უკან?
როცა საქართველოზე ვსაუბრობ, კარგია ხოლმე იმის გათვალისწინება, რომ ქვეყანას თვალს 1998 წელიდან ვადევნებ. სწორედ მაშინ დავინიშნე ამერიკის ელჩად. მოგეხსენებათ მაშინ სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო. მას შემდეგ საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია - გაიმართა რამდენიმე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, მაგრამ საერთო ჯამში, ისინი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებითად იქნა შეფასებული. ქვეყანას ჰყავს ფუნქციონირებადი პარლამენტი, მოქმედი პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი... სააკაშვილის მთავრობიდან ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების გადაცემა ძალადობის გარეშე მოხდა.
ერთ-ერთი საკითხი ერთპარტიული მმართველობაა. რა თქმა უნდა, პარლამენტში არის აქტიური ოპოზიცია, მაგრამ კონტროლი სინამდვილეში ერთ პარტიას აქვს... ამ დროს ჩნდება განცდა, რომ არ არის კომპრომისზე წასვლის თუ დიალოგის გამართვის საჭიროება.კენეტ იალოვიცი
პრობლემები არის? კი. შეშფოთების მიზეზები? კი. მე ამ გამოწვევებს საბჭოთა გადმონაშთებად მოვიაზრებ. იმისთვის, რომ წარსულში გავლილი ცუდი გამოცდილება დაივიწყო დროა საჭირო. საქართველოს რაღაც ეტაპზე მოუწევს ამ პრობლემის გადალახვა. ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის გზას ადგას და ამ გადმონაშთებისთვის თავის გართმევა აუცილებლად მოუწევს.
რას გულისხმობთ ამ გადმონაშთებში?
ერთ-ერთი საკითხი ერთპარტიული მმართველობაა. რა თქმა უნდა, პარლამენტში არის აქტიური ოპოზიცია, მაგრამ კონტროლი სინამდვილეში ერთ პარტიას აქვს. საქართველოში ვითარება ისე ცუდად არ არის, რა თქმა უნდა, როგორც რუსეთში, ან რეალურად ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგრამ ერთპარტიული მმართველობა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამ დროს ჩნდება განცდა, რომ არ არის კომპრომისზე წასვლის თუ დიალოგის გამართვის საჭიროება. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა მთავრობის გამჭვირვალობის ხარისხით, უკმაყოფილოა იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა მიღებული. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.
მეორე საკითხი ის არის, რომ საქართველოში მესიების ერა უნდა დამთავრდეს. ეს ის სიცოცხლეზე დიდი ფიგურებია, რომლებიც უდიდეს გავლენას ავრცელებენ იქნება ეს ოფიციალური თანამდებობიდან თუ კულისებს მიღმა დარჩენით. ეს თემა გამჭვირვალობას და დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის ქონას უკავშირდება.
საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად ესაჭიროება სულ მოსახლეზე შემოსავლის გაზრდა, როგორც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ერთი ნაწილი. მაგალითად, უნდა დამთავრდეს მიწის რეგისტრაციის პროცესი - ის დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ არის მისული. საქართველოში არ არსებობს მიწის ბაზარი, სადაც ადამიანები მიწას იყიდიან და გაყიდიან. თუ ქვეყანას სოფლის მეურმეობის განვითარება სურს, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.კენეტ იალოვიცი
მესამე საკითხი ვფიქრობ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მეტი ქალის დანიშნვა და არჩევაა. დღეს ქალები არიან თანამდებობებზე, მაგრამ მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
თქვენი აზრით როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა?
ეკონომიკას დეტალურად ვაკვირდები. საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად ესაჭიროება სულ მოსახლეზე შემოსავლის გაზრდა, როგორც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ერთი ნაწილი. მაგალითად, უნდა დამთავრდეს მიწის რეგისტრაციის პროცესი - ის დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ არის მისული. საქართველოში არ არსებობს მიწის ბაზარი, სადაც ადამიანები მიწას იყიდიან და გაყიდიან. თუ ქვეყანას სოფლის მეურმეობის განვითარება სურს, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. უნდა შეიქმნას მედიაციის მეთოდები ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ბიზნესებს კომერციული დავები აქვს. სასამართლო სისტემა, ცხადია, დასახვეწია. ანუ, ბევრი რამაა გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან ხალხის ჩასართავად და გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაზრდელად.
ეს საკითხები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ უკვე დიდი ხანია განხილვის თემაა. სამართლიანობის მიზნით, უნდა ვთქვათ, რომ ყველა მთავრობა - ზოგი მეტი მონდომებით და ზოგი ნაკლებით - ცდილობს რეფორმების გატარებას. თუმცა ისეთ ფუნდამენტური საკითხები , როგორიცაა სასამართლო სისტემა, ეკონომიკა, მთავრობის როლი ბიზნესის განვითარებაში და სხვა, უცვლელად რჩება. რას უკავშირებთ ამას, რეფორმების სირთულეს თუ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების არ ქონას?
პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს და პრეზიდენტ მარგველაშვილს დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ პრემიერი ტექნიკურად ძალიან კვალიფიცირებული ადამიანია. რეფორმებზე საუბარი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ამჯერად ისინი უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
მაგრამ პრემიერ მინისტრს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება, რომელსაც მას არა მხოლოდ მთავრობაში მომუშავე, არამედ მთავრობის გარეთ მყოფი ადამიანებიც მიანიჭებენ. ამ მხრივ, უდავოდ, ბევრი რამაა გასაკეთებელი.კენეტ იალოვიცი
საქართველოში ყოფნის დროს ერთი საკითხი, რომელზეც ბევრგან მესმოდა, იყოს ის, რომ უსაფრთხოების ზოგიერთი სამსახური ისე მკაცრად არ კონტროლირდება, როგორც საჭიროა. გასულ წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სწორედ ამ პრობლემაზე მიუთითებს. როცა მე საქართველოში ვმუშაობდი, საქართველოს არ ჰყავდა გამართული მთავრობა. მთავრობა უფრო ინდივიდუალური პირების ჯგუფი იყო, რომლებიც შევარდნაძის დაქვემდებარებაში იყვნენ. დღეს პრემიერ მინისტრის ყოლა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ პრემიერ მინისტრს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება, რომელსაც მას არა მხოლოდ მთავრობაში მომუშავე, არამედ მთავრობის გარეთ მყოფი ადამიანებიც მიანიჭებენ. ამ მხრივ, უდავოდ, ბევრი რამაა გასაკეთებელი. ბოლო 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა. ვფიქრობ პროგრესი დიდი, მაგრამ ჯერ ისევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
კარგად მესმის რეფორმებზე რასაც ამბობთ. თუმცა, ერთი საკითხის გარკვევა მინდა. იმის მიღწევად წარმოჩენა, რომ საქართველოს დღეს პრემიერ მინისტრი და შემდგარი მთავრობა ჰყავს, ხომ არ არის ქვეყნის მიმართ მოლოდინის მინიმუმამდე დაწევა? ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას არავინ აქებს მათ იმისთვის, რომ შემდგარი მთავრობები ჰყავთ.
ერთი პრობლემა ის არის, რომ ამერიკას დღეს უდიდესი გამოწვევებისთვის უხდება თავის გართმევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. შეიძლება ამის გამო, ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა.კენეტ იალოვიცი
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩემთვის ათვლის წერტილი 20 წლის წინანდელი საქართველოა, როცა ქვეყანაში იყო ომი, აჭარაში იწყებოდა არეულობა, მთავრობა ვერ აგროვებდა გადასახადებს, ჯარი და პოლიცია თითქმის არ არსებობდა. იყო ხალხი, რომელსაც უნდოდა, რომ პრეზიდენტის მმართველობა თბილისს გარეთ არ გასულიყო.
როცა საქართველოზე ვსაუბრობ, მეტაფორულ ჭიქაზე ყოველთვის ვამბობ, რომ ის ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. და ეს იმის გამო, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ უდიდესი პატივისცემით და სითბოთი ვარ განწყობილი. საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის.
საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ვაშინგტონში - ადმინისტრაციაში იქნება ეს თუ კონგრესში. დღეს ჩანს, რომ ადმინისტრაციამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა თითქოს გაზარდა - ვნახეთ ჯაველინების დამტკიცება, ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი, სახელმწიფო მდივნის მხრიდან მხარდაჭერის მტკიცე განცხადებები. თქვენ როგორ შეაფასებდით ამერიკის პოლიტიკას საქართველოს მიმართ?
თქვენ მშვენივრად შეაფასეთ ეს პოლიტიკა. მინისტრი ჯანელიძე პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ტილერსონი შეხვდა. ვიცე პრეზიდენტი პენსი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ტილერსონმა მკაფიო მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. კონგრესშიც მოგეხსენებათ ჯონ მაკკეინი იქნება ეს თუ სხვა ბევრი სენატორი თუ კონგრესმენი, საქართველოს დიდ მხარდაჭერას უცხადებს.
ვფიქრობ, მხარდაჭერა ნამდვილად არსებობს. ერთი პრობლემა ის არის, რომ ამერიკას დღეს უდიდესი გამოწვევებისთვის უხდება თავის გართმევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. შეიძლება ამის გამო, ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს ძლიერი მხარდამჭრია. ჯაველინების მიყიდვა ამის ცხადი დასტურია. ერთი რასაც ვისურვებდი ის არის, რომ იყოს უფრო მეტი მაღალი რანგის ვიზიტები თბილისიდან და ვაშინგტონიდანაც ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩასულიყოს საქართველოში.
Facebook Forum