ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ქალაქ ჰიდერაბადში აფეთქებები დაგმო, რომლის დროსაც 12 ადამიანის დაიღუპა და ათობით დაიჭრა. სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელ ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამერიკა მზადაა ინდოეთის მთავრობას ყველანაირი დახმარება გაუწიოს.
პოლიცია აცხადებს, რომ ხუთშაბათს საღამოს ჰიდერაბადში ერთმანეთისგან მიყოლებით ორი აფეთქება მოხდა: ერთი კინოთეატრის წინ, მეორე კი ავტობუსის გაჩერებაზე. ორივე შემთხვევაში ასაფეთქებელი მოწყობილობები ველოსიპედზე იყო დამონტაჟებული.
ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მანმოჰან სინგმა დაგმო ტერორისტული აქტები და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.