„გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენ ქვეყანას - საქართველოს ვუწოდებთ. ესჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!“,– ეს სიტყვები დალია გრიბაუსკაიტეს ეკუთვნის ლიეტუვის პრეზიდენტს, ვინც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აღსანიშნავად მიძღვნილი ღონისძიების დროს თავისუფლების მოედნიდან მიმართა საზოგადოებას. მანამდე აქ საქართველოს პრეზიდენტმა ახალწვეულების სამხედრო ფიცი მოისმინა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები წელს შინაარსობრივად მრავალფეროვანი გახლდათ. დღეს 17:10საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ, საქართველოსდემოკრატიული რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარემსაქართველოს დამოუკიდებლობაგამოაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო დელეგაციებთან, პრემიერთან და პარლამენტისთავმჯდომარესთან ერთად, თბილისში,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულსასახლეში იმყოფებოდა. 100 წლისწინანდელი მოვლენისთეატრალიზებული ინსცენირება იმავე დღეს, იმავე ადგილას, მხოლოდ ასი წლის შემდეგ განმეორდა და სტუმრებთანერთად, სასახლის ეზოში ერთობლივიფოტოსესიით დასრულდა. ამჯერად, 100 წლის შემდგომ, იმავე დღეს და იმავე ადგილას, კვლავ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პოლიტიკის შემქმნელები აღიბეჭდნენ სურათზე.
საქართველოში დამოუკიდებლობის დღის მისალოცად უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირები ჩამოვიდნენ. ლიეტუვის პრეზიდენტის გარდა, თბილისს სტუმრობენ ფინეთისპრეზიდენტი საუ–ლი ნიინისტო,რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება, ასევე ლატვიის პრეზიდენტი რაი–მონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, სომხეთის პრეზიდენტი არმენ არქსიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან–კლოდ იუნკერი, რუმინეთის ვიცეპრემიერი ანაბირჩალი და 20–მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია.
„ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ საქართველომ იმ სამი წლისგანმავლობაში შეძლო, მიეღოჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიულპრინციპებზე დაფუძნებულიკონსტიტუცია, დაეფუძნებინაპარლამენტი რომელიც სქესის, ეროვნების, სარწმუნოებისა დასოციალური მდგომარეობისმიუხედავად, აძლევდა უნივერსალურსაარჩევნო ხმას ყველა მოქალაქეს, რომლის საფუძველზე შედგა პირველიპარლამენტი და ასევე, თავის საზღვრებშითანაბრად უზრუნველყოფდა ყველამოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურუფლებებს... ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთაოკუპაციის დღიდან 100 წელიშესრულდება, საქართველო ამ თარიღსჩრდილოატლანტიკური ალიანსისნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომმსოფლიოს ცივილიზებულითანამეგობრობა, კონკრეტულადჩრდილოატლანტიკური ალიანსიმოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმაუცილებელი გადაწყვეტილებებისკონსოლიდაცია, რომელიც ჩვენსრეგიონში უსაფრთხოებისთვის და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, გაცილებითუფრო ფართო მასშტაბითაუცილებლობას წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამგამოწვევისთვის,“– განაცხადა პრემიერმაკვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისასმრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობაკეთილდღეობისთვის –მომავალიასწლეულის სტრატეგია“.
„თქვენ ჩვენი წინაპრების მახვილი დადროშა არასდროს დაგიწევიათ დადღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს, როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე, საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებთქვენ თანამებრძოლებს, რომლებმაცსიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შეწირეს... ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოსთანამემამულეებს, რადგან საქართველოსგამთლიანება მათთან ერთად მოხდება, რადგან 1991 წელს, როდესაცჩვენ თავისუფლება აღვადგინეთ ჩვენერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენსერს ნათლად უთხრა, რომ საქართველოდამოუკიდებელი ქვეყანაა... დღევანდელდღეს ვულოცავ ჩვენ მეგობრებს დამადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დგანან. იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ჩვენსმხარდაჭერას ამტკიცებენ... ასეთიწარმომადგენლობითი დელეგაციები, როგორიც დღეს საქართველოშია აქამდეარ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებულივართ, რომ ეს იმ გამარჯვებებისსაწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულმიზნამდე -ნატო-სა და ევროკავშირისწევრობამდე მიგვიყვანს,“– განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
კიდევ ერთი საჩუქარი საქართველოსთვის აშშ–მა გაუკეთა. საქართველოსმხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ისკონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ(David Perdue) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი), ბენ კარდინმა (Ben Cardin) (დემოკრატი -მერილენდის შტატი) და ჯონი იზაკსონმა (Johnny Isakson) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი) წარადგინეს, რაც კიდევ ერთხელადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ისკონგრესის ურყევ ორპარტიულმხარდაჭერას. „რეზოლუცია ხაზს უსვამსაშშ-საქართველოს სტრატეგიულპარტნიორობას და მოკავშირეობას. რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-ისა დასაქართველოს შორის თავდაცვისა დაუსაფრთხოების სფეროშიპარტნიორობისკიდევ უფრო გაღრმავებას დაგაძლიერებას, ისევე როგორც ქვეყნებსშორის სავაჭრო და კომერციულიურთიერთობების განვითარებას ორივექვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ ოფიციალურინფორმაციაში.
საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის დაარსების მეასეწლისთავის აღსანიშნავად, ლიტვისდედაქალაქ ვილნიუსში საქართველოსდროშის ფერებში განათდა ხიდებიმდინარე ნერისზე და სამი ჯვრისმონუმენტი. ამასთან, ლიტვისპრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსასიმბოლური წარწერა შენობის ფასადზედა ადმინისტრაციის წინ მდებარემოედანზე აღმართა საქართველოსსახელმწიფო დროშა.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა ასევე ლიუბლიანას სასახლე სლოვენიაში, საუდის არაბეთის დედაქალაქში რამდენიმე ცათამბრჯენი, მათ შორის ერ–რიადის მთავარი ღირშესანიშნაობა–სამეფო კოში, ასევე სამხრეთ კორეაშისეულის მერიის შენობა და სატელევიზიოანძა თბილისში.