პრეზიდენტი ობამა და პირველი ლედი არჩეულ პრეზიდენტთან და მომავალ პირველ ლედისთან ერთად
ამ წუთებში პრეზიდენტი ობამა და პირველი ლედი თეთრ სახლში დონალდ და მელანია ტრამპებს მასპინძლობენ
ინაუგურაციის წინ ტრამპი ქვეყნის გაერთიანების პირობას დებს მილიარდერი უძრავი ქონების მაგნატი და შოუმენი დონალდ ჯონ ტრამპი რამდენიმე საათში საპრეზიდენტო ფიცს დადებს და ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება.
ინაუგურაციის წინ ის კიდევ ერთხელ პირდება ამერიკელებს, რომ ქვეყანას „ძველ დიდებას დაუბრუნებს“, რომ წინ „საკვირველი“ ამბები ელით და რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკა ერთიანი გახდეს.
ხუთშაბათს, საინაგურაციო ცერემონიის ბოლო რეპეტიციის შ
#ინაუგურაცია2017 ვაშინგტონის დროით 11:03-ზე დაიწყება. პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის ვადა დღეს შუადღის 12:00-ზე იწურება. #VOAinaug
— Ia Meurmishvili (@iameurmishvili) 20.1.2017