ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყოფილი ეკრანები პირისპირ დებატების ნაცვლად


აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპს აკირტიკებს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე „პანიკური“ იყო. ამის ფონზე კი, პრეზიდენტი ტრამპი პანდემიისგან გამოძვეული კრიზისის გასამკლავებლად, თავის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იცავს. კოვიდ-19-ით აშშ-ში, ამ დროისთვის, 217 000 ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

მეტოქეებმა ამის შესახებ, სხვადასხვა სატელევიზიო არხზე ტრანსლირებული ეთერების დროს ისაუბრეს. ამ გზას კანდიდატებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც პრეზიდენტ ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მეორე საპრეზიდენტო დებატების ფორმატი ორგანიზატორებმა შეცვალეს და კანდიდატებს ვირტუალური დებატები შესთავაზეს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

პირისპირ დებატების ნაცვლად, გაყოფილი ეკრანი, ნათლად აჩვენებს, როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო კამპანია, პანდემიის გამო. 18 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, ხმა 3 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მისცა.

ჯო ბაიდენმა ამომრჩეველს ფილადელფიიდან, ტელეკომპანია “ABC”-ის საშუალებით მიმართა. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდიტატის თქმით, პრეზიდენტმა ამერიკელებს დაუმალა, რომ ვირუსი მომაკვდინებელი იყო.

„მან თქვა, რომ ამის შესახებ არავის უთხრა, რადგან ამერიკელებს პანიკა მოიცავდა. ამერიკელები პანიკას არ მოუცვია, თავად ჩავარდა პანიკაში“ - აცხადებს ბაიდენი, ტრამპის მისამართით.

ვარდების ბაღის ღონისძიება

პრეზიდენტი ტრამპი იცავს, როგორც თავის პასუხს პანდემიის წინააღმდეგ, ასევე თეთრი სახლის ვარდების ბაღში, ღონისძიების გამართვის გადაწყვეტილებას, რომლის სტურმების გარკვეული ნაწილი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„ჰეი, მე პრეზიდენტი ვარ. მე ადამიანებს უნდა შევხვდე, სარდაფში ვერ ვიქნები“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, მაიამიში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ტელეკომპანია „NBC”-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

სატელევიზიო ღონისძიებისას პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ნიღბის ტარების შესახებ. ის აცხადებს, რომ პირბადის ტარების შესახებ განსხვავებული ამბები სმენია. ეს მაშინ, როცა მისივე ადმინისტრაცის ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ პირბადის ტარება, ვირუსისგან დასაცავად და მისი გავრცელების შესაკავებლად, ძირითადი პრევენციული ქმედებაა.

პრეზიდენტი ტრამპი ასევე გაურბოდა შეკითხვებს მისი გადასახადების შესახებ. პრეზიდენტის გადასახადების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ჩაატარა. პრეზიდენტი ჟურნალისტური გამოძიების ზოგიერთ ნაწილს არ ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ის, რომ პრეზიდენტობის პირველ წელს ფედერალური საშემოსავლო გადასახადი მან $750 გადაიხადა.

ადრეული ხმის მიცემა

მეორე საპრეზიდენტო დებატები ხუთშაბათს უნდა გამართულიყო. დასკვნითი დებატები კვლავ არის დაგეგმილი 22 ოქტომბერს, ნეშვილში, ტენესის შტატში. პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც 3 დღე ჰოსპიტალში გაატარა, წინასაარჩევნო კამპანიაში ახალი ძალებით ჩაერთო. როიტერის/იფსოსის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაიდენი ეროვნულ რეიტინგებში, პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვნად უსწრებს. თუმცა ზოგიერთ შტატში მისი უპირატესობა ნაკლებად გამოკვეთილია.

ფლორიდის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის 18 მილიონმა ადამიანმა წინასწარ მისცა ხმა, ფოსტით ან პირადად. ამომრჩევლები ასე პანდემიიდან მომდინარე რისკების გამო იქცევიან. ამომრჩეველთა დიდ ნაწილი შეშფოთებულია პრეზიდენტის განცხადებით, როცა ის ამბობდა, რომ ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში, შესაძლოა არჩევნები გაყალბდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG