ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებულმა სირიის თავდაცვის ძალებმა აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ქალაქ რაქაში გადამწყვეტი შეტევა დაიწყეს. რაქა ტერორისტულ დაჯგუფებას ე.წ. სახალიფოს "დედაქალაქად" აქვს გამოცხადებული.
სირიის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" 275 სირიელ მებრძოლსა და მათ ოჯახებს ქალაქიდან გასვლის საშუალება მიეცათ.
ქურთი მებრძოლები ამბობენ, რომ რაქის აღება გარდაუვალია. მათი თქმით, ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ ქალაქი იმ ტერორისტებისგან არ გათავისუფლდება, ვინც დანებებაზე უარს ამბობს.
Facebook Forum