ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 წელს საქართველოს 29 237 მოქალაქე სამშობლოში არ დაბრუნდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს საზღვრის კვეთის ჯამური მონაცემები გამოაქვეყნა. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, 29 237 მოქალაქე ქვეყანაში უკან აღარ დაბრუნდა.

2018 წელს საქართველოს მოქალაქების მიერ საზღვრის კვეთა 3 697 152-ჯერ დაფიქსირდა, უკან კვეთის რაოდენობა კი 3 667 915 იყო.

2017 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა 3 850 617 იყო. უკან კვეთის რაოდენობა კი 3 813 867 იყო. უკან არ დაბრუნდა 36 750

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ქვეყანამ იძულებით 4 584 მოქალაქე დააბრუნა.

ყველაზე მეტი ქართველი თურქეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან გამოაძევეს. 209 ქართველს დაატოვებინეს რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი საქართველოს 9 მოქალაქე გაგზავნეს უკან საქართველოში.

ქართული პასპორტის მქონე თითო-თითო ადამიანი გამოუშვეს კუბიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და ყირგიზეთიდან.

სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია
სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია

შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს ასობით მოქალაქეს.

საქართველოს ყველაზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს იტალიაში (341), გერმანიაში (271), პოლონეთში (186 ). საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიას ეწვია, მეორე ადგილზე კი იტალიაა.

ტურისტები საქართველოში

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 8 326 139 ტურისტი ჩავიდა. 24 საათზე მეტ ხანს კი საქართველოში 4 120 920 უცხოელი ვიზიტორი დარჩა.

საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა:

ირანის 3224 მოქალაქეს
ინდოეთის 2254 მოქალაქეს
რუსეთის 944 მოქალაქეს
სირიის 765 მოქალაქეს
თურქეთის 744 მოქალაქეს
პაკისტანის 713 მოქალაქეს
აზერბაიჯანის 669 მოქალაქეს
იემენის რესპუბლიკის 642 მოქალაქეს
უზბეკეთის 641 მოქალაქეს
გერმანიის 10
დიდი ბრიტანეთის 8
აშშ-ის 8 მოქალაქეს

საქართველოს სავიზო რეჟიმის დარღვევა

საქართველოს სავიზო რეჟიმი ყველაზე მეტჯერ ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეებმა დაარღვიეს. ათეულში მოხვდნენ ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებიც.

საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს 69-ჯერ, უკანონო კვეთის მცდელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

საზღვრის კვეთის დროს 98 ძებნილი პირი დააკავეს.

ჯამში, გასულ წელს, საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა 16 022 ადამიანს; 2017 წელს კი 7870-ს.

2018 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 4 566 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4 148 იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG