ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოთი „ჰიულეტ პაკარდი“ დაინტერესდა


საქართველოთი ამერიკული გიგანტი „ჰიულეტ პაკარდი“ Hewlett Packard დაინტერესდა. ეკონომიკის მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ და „ჰიულეტ პაკარდის“ წარმომადგენელმა დევიდ სინკლაირმა უკვე მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით„ჰიულეტ პაკარდი“ საქართველოში კოლექტიური IT მომსახურების და მონაცემთა შენახვის ულტრათანამედროვე DATA ცენტრის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.

„ჰიულეტ პაკარდი“ კომპიუტერული ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ამიტომ კორპორაციის საქართველოს ბაზრით დაინტერესების ფაქტს, როგორც ამერიკულმა, ისე ქართულმა მხარემ ისტორიული უწოდეს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე „ჰიულეტ პაკარდი“ მსგავსი ცენტრით არსად შესულა. ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციები დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს

“ჰიულეტ პაკარდმა“ განიხილავს საქართველოში კოლექტიურიIT მომსახურების ცენტრის შექმნას, ეს ამ კომპანიის პირველი ასეთი ცენტრი იქნება მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მონაცემთა შენახვის გარდა, HP ამ ცენტრის მეშვეობით მოემსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს. შეუქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, მიაწვდის ისეთ მომსახურებას, როგორიც არის IT დახმარება. ანუ ეს მთლიანად გადავა ე.წ outdoor designs-ზე და კომპანიას IT სერვისზე მოუწევს უკვე ნაკლები თანხების გადახდა.

უკვე აღარ დაეხარჯება ფული პროგრამების, სერვერების შეძენაზე, ელექტროენერგიაზე, უძრავ ქონებაზე, ოფისზე და ა.შ ანი ეს ყველაფერი შეეძლება მიიღოს, როგორც „ჰიულეტ პაკარდის“ მომსახურება.“

მემორანდუმის მიხედვით, „ჰიულეტ პაკარდმა“ პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და ასევე სამთავრობი სტრუქტურების IT მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

„ჰიულეტ პაკარდის“ ახალ დატა-ცენტრში, სახელმწიფო სექტორის ყველა IT სერვისისა და მონაცემის კონსოლიდირება იგეგმება, ამიტომ ორი Data ცენტრი, უსაფრთხოების მიზნით, თბილისის გარეთ, გასაიდუმლოებულ ადგილზე აშენდება.

ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ „ჰიულეტ პაკარდის“ ახალი ცენტრის გამოყენებით, IT სერვისზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები მთელი 20 პროცენტით შემცირდება. პარალელურად, „ჰიულეტ პაკარდი“ გეგმავს რომ ამ სერვისების ექსპორტი საქართველოდან მეზობელ ქვეყნებშიც მოახდინოს. ირაკლი ქაშიბაძე ამბობს

„მაღალი გამტარობის არხების გამოყენებით, უკვე შეიძლება ამ მომსახურების მიწოდება, როგორც ახლოს მდებარე, ისე შორეული ქვეყნებისათვის. ეს პროცესი დაიწყო ეკონომიკის მინისტრის შარშანდელი ვიზიტის დროს კალიფორნიაში და იქ სწორედ იმაზე იყო საუბარი, რომ ამ ცენტრის მეშვეობით ძირითადი აქცენტი გაკეთდება IT მომსახურების ექსპორტზე.

ანუ, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე აი-თი ბაზარზე და ექსპორტზე გაიტანოს აი-თი მომსახურება, როგორც კავკასიის რეგიონში, ისე იდეაში სხვა ქვეყნებში.

პროექტის მასშტაბები იქნება შთამბეჭდავი, წარმოიდგინეთ, ათასამდე IT სპეციალისტი უჩნდება შანსი დასაქმდეს. ეს სპეციალისტები, იმის გამო რომ აქ ვერ პოულობენ სამსახურს, ვინაიდან, ქართულ ბაზარზე არ არიან წარმოდგენილნი დიდი საერთაშორისო IT კომპანიები, მიდიან სამუშაოდ უცხოეთში.

ამ პროექტით, იქნება სერიოზული ნაბიjი გადადმული რომ ქვეყნიდან პროფესიონალი IT სპეციალისტების გადინება შევაჩეროთ.“

ჯერჯერობით, უცნობია თუ ზუსტად რამხელა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს „ჰიულეტ პაკარდი“ საქართველოში. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე, საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე.

მემორანდუმით, ამერიკული კორპორაცია მზადაა, საქართველოს უნივერსიტეტებში ხელი შეუწყოს IT ინოვაციებისა და IT ინკუბატორების განვითარების პროცესს. „ჰიულეტ პაკარდის“ გარდა, მთავრობას მოლაპარაკება აქვს კიდევ რამდენიმე ამერიკულ და ინდურ წამყვან IT კორპორაციასთან. ეკონომიკის მინისტრი ვერონიკა ქობალია ამბობს

„ამერიკის შეერთებული შტატები და ინდოეთი ლიდერები IT მიმართულებით. და ამ ქვეყნებიდან კომპანიებს აქვთ დიდი ინტერესი ჩვენს რეგიონში შემოვიდნენ. ისინი ყურადღებით აკვირდებიან რეგიონის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

აქვთ სურვილი რეგიონის გარეთ ან სიახლოვეს შექმნან DATA ცენტრები, თუმცა ჩვენ ვთავაზობთ მათ,ისეთ ბიზნესს გარემოს, სადაც არ არის კორუფცია სადაც შეუძლიათ ძალიან ადვილად შემოვიდნენ და თანამედროვე ბიზნეს-გარემოს სტანდარტებით იმუშავონ.“

პარალელურ რეჟიმში, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ახალ პროგრამას - IT Stat Up დღეებს, რომელიც ინტერნეტ სივრცესთან დაკავშირებულ ინოვაციური იდეების ავტორებსა და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების მსურველებს ერთმანეთს აკავშირებს.

ეს პროექტი, 2010 წლის ნოემბერში დაიწყო და პირველი სესიის დღეებში 21 ინოვაციური ბიზნესს იდეა შეირჩა. აქედან ოთხ გამარჯებულთან ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. IT დღეეების მეორე სესია 12 მარტს დაიწყება.

XS
SM
MD
LG