ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხენის ხორცის სკანდალი ევროპაში


„იკეას“ თავისი ქსელიდან ხორცის პროდუქცია გააქვს

შვედური კომპანია „იკეა“ ევროპის მასშტაბით გაყინული გუფთის ამოღებას ახორციელებს. ამის მიზეზი კი ევროპაში დაწყებული სკანდალია, რომელიც ცხენის ხორცის პროდუქცის გავრცელებას უკავშირდება. „იკეა“ შვედური ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ასევე ფლობს სურსათის საწარმოების ქსელს.

კომპანიის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩეხმა გამომძიებლებმა იკეას პროდუქციაში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. ჩეხი გამომძიებლების განცხადებით, ცხენის ხორცი ასევე აღმოჩენილია პოლონეთიდან იმპორტირებულ გაყინულ ბურგერებში.
XS
SM
MD
LG