ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში შავი ბაზარი შეიქმნა, სადაც კოვიდ-19-ის სამკურნალოდ HIV ანტივირუსულ მედიკამენტებს ყიდიან


რუსეთში კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტების შავი ბაზარი შეიქმნა, სადაც ადამიანები შიდსის გამომწვევი ვირუსის (HIV) საწინააღმდეგო მედიკამენტებით ვაჭრობენ.

ამჟამად, 20-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა სწავლობს იმას, თუ როგორ მოქმედებს კელერტა კოვიდ-19-ზე.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტით კოვიდ-19-ის მკურნალობის რეკომენდაცია იანვარში გასცა, მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ეფექტური ყოფილი კოვიდ-19-ის სამკურნალოდ. თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ განმარტა, რომ ესე ინფორმაცია არ იყო დადასტურებული.

მიუხედავად ამისა, HIV-ს საწინააღმდეგო მედიკამენტი კალეტრა და მისი რუსეთში წარმოებული ვარიანტი კალიდავირი, შავ ბაზარზე აქტიურად იყიდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს მედიკამენტები კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ერთ ყუთი 900 რუბლი ღირდა, რაც დაახლოებით 12 დოლარი იყო. ახლა ესე მედიკამენტი, საშუალოდ, 4-ჯერ ძვირი ღირს. HIV-ს მედიკამენტებით ერთ-ერთი ონლაინ მოვაჭრე ამბობს, რომ „მარაგის გამოლევის პროგნოზიდან გამომდინარე, ადამიანები 100-დან 700 ყუთამდე ყიდულობენ და ისიც იმიტომ, რომ მერე ძვირად გაყიდონ.“

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები მატულობს. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში 47,121 ადამიანია დაინფიცირებული.

კალეტრა და HIV-ის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებს რუსეთის მთავრობაც საბითუმო რაოდენობით ყიდულობს იმ მიზნით, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებული ყველა ადამიანის შესახებ იცოდეს, მათ მედიკამენტი თვითონ მიყიდოს და ისინი სახელმწიფო მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრიროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG