ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას მხარდამჭერები აკლდება


ჰეზბოლა 1982 წელს სამხრეთ ლიბანის ისრაელისგან დასაცავად შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მტერი სწორედ ისრაელია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
ბმული

ლიბანური გასამხედროებული შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა მკაცრი დისციპლინით და კარგად ჩამოყალიბებული თამაშის წესებითაა ცნობილი. თუმცა, დაჯგუფების მიერ სირიის კონფლიქტში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებამ ჰეზბოლას მხარდამჭერები გაკვირვებული დატოვა.

ლიბანის სამხრეთში მდებარე ბექას დაბლობზე შესვლითანავე მიხვდებით, რომ შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლას მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებით. დაჯგუფების ყვითელი დროშები, რომლებზეც მწვანე სიმბოლოებია გამოსახული ბექაში მდებარე ყველა ქალაქში უხვადაა გამოფენილი. ასევე ხშირად ნახავთ ჰეზბოლას ლიდერი შეიხ ჰასან ნაპორტრეტებსაც. სრალას უკანასკნელ პერიოდში ასევე მომრავლდა ეგრეთ წოდებული „თავგანწირულების“ფოტოებიც. ეს ადამიანები ჰეზბოლას მებრძოლები არიან, რომლებიც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

სწორედ მათ გამო, ჰეზბოლას მხარდამჭერები ეჭვის თვალით უყურებენ დაჯგუფების მიერ სირიაში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებს. ჰეზბოლა იქ ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძვის. უკმაყოფილო მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლა დაჯგუფების მისიაში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ ასადის ოპოზიცია ძირითადად სუნიტი მუსლიმებისგანაა დაკომპლექტებული. ეს მოსაზრება სირიის ომის დროს განსაკუთრებით აქტუალური იმის გამო, რომ ჰეზბოლა 1982 წელს სამხრეთ ლიბანის ისრაელისგან დასაცავად შეიქმნა დ ორგანიზაციის მთავარი მტერი სწორედ ისრაელია.

ლიბანის არმიის გადამდგარი გენერალი ჰიშამ ჟაბერი შიიტია, რომელიც სამხრეთ ლიბანში დაიბადა. ის სირიაში დაღუპული ჰეზბოლას მეომრების დაკრძალვებს სისტემეტურად ესწრება.

„ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენი ბიჭები ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამხრეთ ლიბანის დასაცავად რომ დაღუპულიყვნენ ამით ვიამაყებდით, მაგრამ ისინი სირიაში იღუპებიან. მათ აინტერესებთ რატომ ხდება ეს.“

ნასრალამ სირიის სამოქალაქო ომში დიდი როლი ითამაშა. მაისის ბოლოს მან განაცხადა, რომ ჰეზბოლა ასადის მიმართ დახმარებას გააორმაგებდა. ამ ცვლილებამ სირიაში ძალთა ბალანსი შეცვალა, რის შედეგადაც სირიის არმიამ ქალაქი ქუსაირი აიღო. ეს სტრატეგიული ქალაქია, რომელსაც სირიის ოპოზიცია წელიწადზე მეტი აკონტროლებდა.

ერთ-ერთი შეიიტი შეიხის განცხადებით, რომელმაც ინტერვიუს ჩაწერაზე უარი განაცხადა, თქვა, რომ ჰეზბოლას რამდენიმე მაღალჩინოსანმა მას რჩევა ჰკითხა იმაზე, უნდა დაემორჩილონ თუ არა ისინი ნასრალას მოწოდებას ასადის დასაცავად.

შიიტური დაჯგუფების წევრები შიშობენ, რომ სირიაში სუნიტების წინააღმდეგ ბრძოლამ შეიძლება ლიბანში რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. მწერალი და პოლიტიკური მიმომხილველი მაიკლ იანგი ამ შეშფოთებას იზიარებს:

„ლიბანში მცხოვრებ სუნიტებს არ სურთ სუნიტურ-შიიტური დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში სამოქალაქო ომის საშიშროება გაჩნდეს. ეს არც ჰეზბოლას უნდა. ყველა აცნობიერებს, რომ ასეთი ომი ლიბანისთვის დამანგრეველი და უკიდურესად სისხლიანი იქნება. თან მოვგებული ვერც ერთი მხარე დარჩება. “

ბექას დაბლობი სირიას ესაზღვრება და აქ მაცხოვრებელ ოჯახებს სირიაში შიიტი ნათესავები ჰყავთ. ამის გამო, ისინი სკეპტიკურად უყურებენ ჰეზბოლას მიერ სირიის კონფლიქტში აქტიურ მონაწილეობას.
გენერალი ჯაბერი ამბობს:

„ბექაში მაცხოვრებელი ადამიანები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისრიასთან, რასაც ვერ ვიტყოდით სამხრეთ ლიბანის მოსახლეობაზე.“

შიიტი პოლიტიკოსების ნაწილი ჰეზბოლას ფარულად აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ ორგანიზაციას დღემდე დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ სირიაში მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლამ მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ჰეზბოლა საშიშ თამაშს თამაშობს, რადგანაც ლიბანში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული სამოქალაქო ომის საშიშროებას ქმნის.
XS
SM
MD
LG