22 ივნისს შედგა ახალი კომპაქტ დისკის პრეზენტაცია, დასკი გამოჩენილ ჯაზ პიანისტს ჰერბი ჰენკოკს ეკუთვნის. როგორც დასავლურ პრესაში აღნიშნავენ მისი ჩაწერა და დოკუმენტური ფილმის გადაღება სრულიად უპრეცედენტო იყო.
პროექტში თავი მოიყარეს მსოფლიო დონის ისეთმა ვარსკვლავებმა , როგორებიც არიან : ვეინ შორტერი, შაკა კანი, სილი, ჯეფ ბეკი, ფინქი, ჯონი ლეჯენდი და კიდევ მრავალი სხვა მუსიკოსი პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან. 24 ივნისს ნიუ იორკის კარნეგი ჰოლიდან საკონცერტო ტურები იწყება სადაც ჩაწერაში მონაწილე ყველა ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.