ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა


ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი მოწოდებით გამოდის და დაუყონებლივი ქმედებებისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის სისტემას.

ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი მოწოდებით გამოდის და დაუყონებლივი ქმედებებისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის სისტემას, რათა დედამიწაზე მილიონობით ინფიცირების შემთხვევის და ვირუსული ჰეპატიტების გამო სიკვდილიანობა შემცირდეს.

მსოფლიოში დღესდღეობით დაახლოებით 240 მილიონი ქრონიკულად დავაადებულია B ჰეპატიტით, ხოლო 150 მილიონზე მეტი ჰეპატიტი C ვირუსის მატარებელია.

ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ღვიძლის დაავადებას იწვევს. ის შეიძლება ძალიან ვერაგ სნეულებად იქცეს და ქრონიკული გახდეს. ხშირად მას უწოდებენ ჩუმ ეპიდემიას, რადგან მავნე პროცესები ორგანიზმში შეიძლება ისე ფარულად წარიმართოს, რომ ავადმყოფს გამოეპაროს.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰეპატიტი სიკვდილიანობის კუთხით მეშვიდეა იმ დაავადებებს შორის, რომელთაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მსოფლიოში დღესდღეობით დაახლოებით 240 მილიონი ქრონიკულად დავაადებულია B ჰეპატიტით, ხოლო 150 მილიონზე მეტი ჰეპატიტი C ვირუსის მატარებელია. ორივე დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი კვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰეპატიტის გლობალური პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი სტეფან ვიქტორი ამბობს, რომ ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ ინფექციის გავრცელების და სიკვდილის პრევენცია მოხდეს. ის ამბობს, რომ არსებობს კარგი ვაქცინა B ჰეპატიტიით დაავადებულებისთვის, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევით, რომელსაც შეუძლია სისხლში ინფექციის აღმოჩენა და ლოკალიზება. საჭიროა უსაფრთხობის ნორმების დაცვა. ყველაზე მთავარი უსაფრთხო ინექციის მოწყობილობის გამოყენებაა.

სახიფათო ინექცია B ჰეპატიტით ინფიცირების შემთხვევების - 32 პროცენტს და C ჰეპატიტით ინფიცირების 40 პროცენტს იწვევს.
სტეფან ვიქტორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

"სიკვდილიანობის თავიდან აცილებისთვის არსებობს მკურნალობის მეთოდი, B ჰეპატიტიის მკურნალობა, რომელსაც შეუძლია ვირუსის კონტროლი ან დასუსტება, თუმცა საბოლოოდ განკურნება ვერ ხდება. მაშინ, როდესაც C ჰეპატიტის შემთხვევაში არსებობს მედიკამენტები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ყველა C ჰეპატიტის მატარებელი პაციენტის განკურნება. ეს იყო ბოლო წლების ყველაზე დრამატული განვითარება: ის, რომ ამ ახალმა მედიკამენტებმა რეალურად გარდაქმნა ჩვენი შეხედულება ჰეპატიტზე. ახლა ადამიანები უკვე იწყებენ ფიქრს, თუ როგორ მოხდეს საერთოდ მისი ლიკვიდაცია, რაც სახალხო ჯანდაცვის მთავარი საზრუნავია“ - ამბობს ის.

ეგრეთ წოდებული ჯადოსნური მედიკამენტების ფასი, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობისთვის არის განკუთვნილი, მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია. 12 კვირიანი მკურნალობის კურსი მდიდარ ქვეყნებში 84 ათასი დოლარი ღირს. თუმცა ეგვიპტემ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ფასის დაწევასთან დაკავშირებით და ის 900$ -მდე დაიყვანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ მომავალ წლებში ფასი კიდევ უფრო დაიწევს. საქართველოშიც ამოქმედდა საგანგებო პროგრამა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით C ჰეპატიტის ელიმინაციას და ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებას, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციას ისახავს მიზნად. კომპანია „გილიად-საიენსი“ საქართველოში წელიწადში C ჰეპატიტით დაავადებულ 20 ათასამდე პაციენტს უფასოდ უმკურნალებს.

B ჰეპატიტის ვირუსი სისხლით, ან ორგანიზმის სხვა სითხეების მეშვეობით გადადის. ინფექციების უმრავლესობა მშობლიდან შვილს გადაეცემა. მისი ყველაზე დიდი გავრცელების ზონა სუბ-საჰარის აფრიკაში და აღმოსავლეთ აზიაშია. C ჰეპატიტის ვირუსი სისხლში არსებობს და ყველაზე უფრო ხშირად მისი გავრცელება ორგანიზმში ინექციის შეყვანის დროს ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მომსახურების უზრუნველყოფის და უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ედვარდ კელი ამბობს, რომ ინექციის უსაფრთხოების დაცვა ეპიდემიის დაბლოკვის საშუალებაა.

"სახიფათო ინექცია B ჰეპატიტით ინფიცირების შემთხვევების - 32 პროცენტს და C ჰეპატიტით ინფიცირების 40 პროცენტს იწვევს. ყველაზე ხშირი სამედიცინო პროცედურა მსოფლიოში დღეს არის ინექცია. ეს არის 16 მლრდ წელიწადში და ჩვენი ვარაუდით, სახიფათო აქედან დაახლოებით 40 პროცენტია“ - აცხადებს ის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებს კამპანიას სახიფათო ინექციების საბოლოოდ აღკვეთის მიზნით. ამ მიზნით სარეკლამო რგოლში აჩვენებენ ერთდჯერადი გამოყენების სტერილურ ნემსებს, რომელთა დიზაინიც სპეციალურადაა გათვლილი იმაზე, რომ მათი ხელახალი გამოყენება აღარ მოხდეს.

XS
SM
MD
LG