ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი ტატუნაშვილის სიკვდილის გამოძიებას ითხოვს


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰედერ ნაუერტმა განაცხადა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული 22 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორია სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით, მისი დაკავების და დაპატიმრების დროს.”

ნაუერტმა, შეერთებული შტატების სახელით, ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ამერიკა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სხვა მოქალაქეების, ლევან კუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, რომ მათ “მიეცეთ საშუალება თავისუფლად გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი.”

“შეერთებული შტატები მოითხოვს ტრაგიკული ინციდენტის სრულ განმარტებას და მოუწოდებს მხარეებს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე რეგიონში ურთიერთნდობის და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად,” განაცხადა სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენელმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG