ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები "ობამაქეარის" შემცვლელ პროგრამაზე ვერ თანხმდებიან


შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრები ახლა იმ გადაწყვეტილების წინაშე დგანან, რომელსაც ამომრჩეველს შვიდი წლის განმავლობაში პირდებოდნენ. “ობამაქეარის” სახელით ცნობილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ იქამდე დაუზღვეველი მილიონობით ამერიკელის ჯანმრთელობა დააზღვია.

რესპუბლიკელებმა სენატში ჯანდაცვის ახალი პრორგამა წარადგინეს, რომელიც “ობამაქეარის” ბევრ ნაწილს ფარავს.

ახალი გეგმის მიხედვით, მთავრობის მიერ დაზღვევის არქონისთვის არსებული ჯარიმა ეტაპობრივად უქმდება და აჩერებს “მედიქეიდს”- მთავრობის მიერ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების დაზღვევის პაკეტს.

ბევრი რესპუბლიკელი გეგმით უკმაყოფილოა:

ჯიმ ჯორდანი, რესპუბლიკელი კონგრესმენი: “ეს ისევ “ობემაქეარია”, ოდნავ განსხვავებული ფორმით”

რენდ პოლი: “ვფიქრობ, ეს მკვდრადშობილი პროგრამაა. კონსერვატორები მას მხარს არ დაუჭერენ”

რესპუბლიკელ პოლიტიკოსთა რიგებში არიან იდეის მომხრეებიც.

რესპუბლიკელი დაგ კოლინსი, ჯორჯიის შტატიდან: “ვფიქრობ ცვლილებების შეტანა შეიძლება, მაგრამ მთლიანობაში საქმე წინ მიიწევს, რასაც ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით.”

დაზღვევის ახალ გეგმას “არაჩვეულებრივს” უწოდებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესს მისი მიღებისკენ მოუწოდებს.

“რთული პროცესია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. ამას ჰქვია ჯანდაცვის კარგი სისტემა,” განაცხადა ტრამპმა.

დემოკრატი კანონმდებლები ახალ პროგრამას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი თქმით, ის დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებს აზარალებს.

“რესპუბლიკელები დაზღვევას სთავაზობენ ჯანმრთელ, შეძლებულ ხალხს. დანარჩენ ამერიკელებს კი უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს და ნაკლები სერვისები ექნებათ,” ამბობს მაიკ დოილი, დემოკრატი კონგრესმენი პენსილვანიიდან.

დემოკრატები, მოქალაქეების ხარჯზე სადაზღვეო კომპანიების შემოსავლის ზრდაზე საუბრობენ.

კონრესში დემოკრატების ლიდერის ნენსი პელოსის შეფასებით, გადასახადების გადამხდელებს ახალი პროგრამა დაახლოებით 450 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

“რესპუბლიკელები არ ამხელენ, თუ რამდენი ადამიანი დაკარგავს დაზღვევას “ობამაქეარის” გაუქმების შედეგად, იქნება ეს 5, 10, 15 თუ 20 მილიონი?” სვამს კითხვას პელოსი.

რესპუბლიკელების გეგმას კრიტიკულად გამოეხმაურა რამდენიმე ჰოსპიტალი, მათი თქმით, ჯანმრთელობის ახალი პროგრამა, დიდი ალბათობით, ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG