დღეს ამერიკის სენატმა ბარაკ ობამას მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნომინირებული კანდიდატი, ყოფილი სენატორი ჩაკ ჰეგელი უნდა დაამტკიცოს.
ორი კვირის წინ რესპუბლიკელმა სენატორებმა ჰეგელის დამტკიცება გადადეს. ამის მიზეზად კი ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით ყოფილი კოლეგების შეშფოთება და ქვეყნის ბირთვული არსენალის თემა იქცა.
რესპუბლიკელები ჰეგელს ირანის მიმართ შემწყნარებლობასა და ისრაელის მიმართ ზედმეტად კრიტიკულობაში ადანაშაულებენ. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის შეკრებაზე, ჰეგელის კანდიდატურის დამტკიცებისას, არიზონას სენატორმა ჯონ მაკეინმა ჩაკ ჰეგელი ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის გამო გამოთქმული შეხედულებების გამო გააკრიტიკა.
მიუხედავად კრიტიკისა, გუშინ რესპუბლიკელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ ჰეგელის კანდიდატურის დამტკიცებას არ გადადებენ.