ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სათბური გაზების კონცენტრაცია რეკორდულია


გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია 2012 წელს გლობალური დათბობის ახალ მონაცემებს აქვეყნებს

გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, სათბური გაზების კონცენტრაციამ 2012 წელს რეკორდულ ზღვარს მიაღწია. მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მონაცემები საფრთხეს უქმნის გაეროს მიერ დასახულ ამოცანას, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური დათბობა მხოლოდ ორი გრადუსით შეიზღუდოს.

კლიმატის თაობაზე ვარშავაში ხელშეკრულების დადება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას 190-ზე მეტი ქვეყანა იღებს. მათი სურვილია 2015 წლამდე გლობალური დათბობის პროცესის მაქსიმალური კონტროლი და შეზღუდვა მოხდეს. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის, მაიკლ ჯერედის თქმით, თუკი მდგომარეობა არ შეიცვალა, პლანეტაზე დათბობა 2100 წლამდე სავარაუდოდ 4.6 გრადუსს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG