ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის გათამაშებაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან. "ამერიკის ხმა" დაინტერესდა, რამდენი ქართველი იგებს ყოველ წლიურად მწვანე ბარათს. ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, რომ მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 1131 ადამიანი გახდა მწვანე ბარათის გამარჯვებული.
სტატისტიკა წლების მიხედვით ასეთია:
- 2018 წელი - 867 გამარჯვებული
- 2017 წელი - 1 195 გამარჯვებული
- 2016 წელი - 680 გამარჯვებული
- 2015 წელი - 571 გამარჯვებული
- 2014 წელი - 804 გამარჯვებული
- 2013 წელი - 806 გამარჯვებული
- 2012 წელი - 723 გამარჯვებული
- 2011 წელი - 620 გამარჯვებული
- 2010 წელი - 699 გამარჯვებული
- 2009 წელი - 648 გამარჯვებული
- 2008 წელი - 661 გამარჯვებული
- 2007 წელი - 516 გამარჯვებული
- 2006 წელი - 323 გამარჯვებული
- 2005 წელი - 331 გამარჯვებული
- 2004 წელი - 375 გამარჯვებული
- 2003 წელი - 479 გამარჯვებული
- 2002 წელი - 332 გამარჯვებული
შესაბამისად ირკვევა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში 8 096 საქართველოს მოქალაქემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება გათამაშებაში მოიგო. პირველი მონაცემი საქართველოსთან დაკავშირებით 2001 წელს არსებობს, როდესაც მწვანე ბარათის გათამაშებაში 273 ადამიანმა გაიმარჯვა.
ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მეტი მწვანე ბარათის მფლობელი რუსეთის, ირანის, ეგვიპტის, ნეპალის და უკრაინის მოქალაქეები ხდებიან.
Facebook Forum