მას შემდეგ, რაც ძალადობრივმა ანტი-სამთავრობო აქციებმა ათენის ცენტრს მიაღწია, საბერძნეთის მთავრობამ აპრილში საყოველთაო არჩევნების ჩაატარება გადაწყვიტა. გაზაფხულზე, სულ რაღაც ორ თვეში პრემიერ-მინისტრის, ლუკას პაპადემოსის მთავრობის ჩანაცვლება მოხდება.
ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის პარლამენტში დამტკიცებულ მკაცრ საბიუჯეტო შეკვეცებს მიესალმებიან. თუმცა, ხელისუფლებას კვლავ აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ოთხშაბათს დაგეგმილი ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე საბიუჯეტო შეთანხმებას ხელი წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც უნდა მოაწერონ. ევროკავშირს იმის გარანტია სჭირდება, რომ ახლადარჩეული მთავრობა ფინანსურ ვალდებულებებზე უარს არ იტყვის.
დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში საბერძნეთი დეფოლტს თავიდან აიცილებს და ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე ფინანსური სტიმულირების ტრანშს მიიღებს, რომლის რაოდენობა ამჟამად 172 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.