ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში დანახარჯების შეკვეცა დადებითად ფასდება


გაუგრძელდება თუ არა ათენს მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფა

საბერძნეთის საერთაშორისო კრედიტორებმა ქვეყნის მიერ საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების პროცესი დადებითად შეაფასეს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისთვის, რომ ათენს მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფა გაუგრძელდეს.

ევროზონის ფინანსთან მინისტერიალის თავმჯდომარემ, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა ჟან კლოდ იუნკერმა დღეს ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საბერძნეთმა შეასრულა პირობა და სახელმწიფო დანახარჯები და ფინანსური რეფორმები წარმატებით გაატარა.

საბერძნეთის მოსახლეობა უკვე რამდენიმე ხანია საპროტესტო დემონსტრაციებს მართავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, იუნკერმა განაცხადა, რომ საბერძნეთის პარლამენტის მუშაობა სამაგალითო იყო დამატებითი შეკვეცების განხილვისა და დამტკიცების პროცესში.
XS
SM
MD
LG