ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთმა საზღვარი ჩაკეტა და სირიელი დევნილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა


ბერძენმა მესაზღვრეებმა მიგრანტები ქვეყანაში არ შეუშვეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შემთხვევა გამთენიისას მაშინ მოხდა, როცა ათობით მიგრანტი საბერძნეთში გადასვლას თურექეთიდან ცდილობდა.

საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარი ოფიციალურად ჩაკეტა, რადგან ათასობით მიგრანტი თურქეთიდან საბერძნეთის გავლით სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გადასვლას გეგმავს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთი აღარ აპირებს სირიიდან დევნილები ქვეყანაში შეაკავოს. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა პრობლემები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საზღვარზე.

თურქეთმა ბოლო წლების განმავლობაში სირიიდან დევნილი 3.5 მილიონი ადამიანი მიიღო და მათ დახმარება აღმოუჩინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG