ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნთის სახელმწიფო მაუწყებელი დაიხურა


სახელმწიფო, მაუწყებლის ამოქმედების პირობას დებს

საბერძნეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ სახელმწიფო მაუწყებელს აამოქმედებს, მას შემდეგ რაც ეს უწყება ფინანსების დაზოგვის მიზნით დახურეს.
საბერძნთის მთავრობამ მაუწყებელი დღეს დილით დახურა, მას შემდეგ რაც გუშინ მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ათენში, „იარტის“ მაუწყებლის წინ ათასობით ბერძენი შეიკრიბა და მაუწყებლის ორიათასხუთასი თანამშრომლის დათხოვნა გააპროტესტა. მიუხედავად გაუქმებული მაუწყებლობისა, სახელმწფო ტელეკომპანიის ჟურნალისტები პირდაპირ ჩართვებს განარძნობდნენ ვებ გვერდის საშუალებით.
მთავრობამ მანამდე გამოაცხადა, რომ სახელმწიფო მაუწყებელის შენარჩუნება რესურსების გაფლანგვას ნიშნავდა და რომ მისი გაუქმება გადამხდელთაგან გაღებულ ფულს დაზოგავდა. საბერძნეთი ფულადი რესურსების დაზოგვას და საერთაშორისო ფინანსური დახმარების პირობების შესრულებას ცდილობს.
ცოტა უფრო ადრე, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მაუწყაებლის გაუქმება საბერძნეთის მოქალაქეებს განსხვავებული აზრის მიღების საშუალებას, გათავისუფლებულ ჟურნალისტებს კი ეკონომიკურ პირობებს გაურთულებს.
XS
SM
MD
LG