სამი პირს , რომლებიც წარმოშობით ლატვიიდან, რუსეთიდან და რუმინეთიდან არიან, ბრალად ედებათ კომპიუტერული ვირუსის შექმნა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილინობით კომპიუტერი დააზიანა.
ნიუ იორკის ფედერალური მოსამართლეების განცხადებით, ეგრეთწოდებული გოზის ვირუსით, ჰაკერებმა შეძლეს ბანკებიდან ინფორმაცია მოეპარათ და კოდები გაეშიფრათ. შედეგად, მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა საბანკო ანგარიშებიდან ათობით მილიონი დოლარი დაკარგა.
სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, სამეული 2005 წლიდან შარშანდლამდე აქტიურად ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობას. შეერთებულ შტატებში გოზის ვირუსმა დაახლოებით 40,000 კომპიუტერი დააზიანა. მათ შორისაა, ამერიკის კოსმოსური სააგენტოს 100-მდე კომპიუტერიც.