ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ, რომელიც ყოველწლიურად კინო და ტელეფილმებისთვის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიას მართავს, შიდაგანაწესში ფართო ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიზანი, ეთიკური საჩივრების გადასაჭრელად, მათი რიგების დივერსიფიკაციაა.
ცვლილებებისკენ გადაგმული ნაბიჯები მოიცავს მრავალფეროვნების მთავარი ოფიცირის, შავკანიანი ჟურნალისტების დაქირავებას.
ორგანიზაციამ ასევე ხმა მისცა მინიმუმ 20 ახალი წევრის დამატებას და მომდევნო 18 თვის განმავლობაში, 50%-ით გაფართოებას.
ჰოლივუდიის უცხოური პრესის ასოციაციამ, წევრებს ცვლილებები მიმდინარე კვირის დასაწყისში შესთავაზა და ასოციაციამ ის ხუთშაბათს დაამტკიცა.
„ასოციაციის რეფორმის შესახებ, კენჭისყრის შედეგები ადასტურებს, რომ ვალდებულნი ვართ ცვლილებები განვახორციელოთ“- აცხადებს უცხოური პრესის ასოციაციის პრეზიდენტი, ალი სარმა.
ცვლილებებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ლოს-ანჯელეს თამისმა" თებერვალში სტატია გამოქავეყნა, რომლის მიხედვითაც ასოციაციაში შავკანიანი ადამიანები არ იყვნენ.
გამოცემამ ასევე წამოჭრა ისეთი ეთიკური საკითხები, როგორიც იყო უცხოური პრესის ასოციაციასა და კინოსტუდიებთან არსებული მჭიდრო ურთიერთობები. გამოცემა მიიჩნევდა, რომ ამ ურთიერთოებს შესაძლოა გავლენა ჰქონოდა "ოქროს გლობუსზე" ნომინანტების წარდგენასა და გამარჯვებულთა არჩევაზე.
ამ ვითარებამ, თებერვალში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიალი დაჩრდილა.
"ოქროს გლობუსი" ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1944 წლიდან, კინო და ტელეფილმებისთვის აწესებს.
Facebook Forum