ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფულე სომხეთიდან ისევ საქართველოში დაბრუნდება


ევროკომისარმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა ვილნიუსის სამიტზე საქართველო ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანად წარდგეს

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს გუშინ თბილისში შეხვდა. ევროკომისარმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა ვილნიუსის სამიტზე საქართველო ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანად წარდგეს.

ფულე თბილისიდან ერევანში გაფრინდა და ხვალ კვლავ საქართველოში დაბრუნდება, სადაც ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მისი კაბინეტის წევრებს შეხვდება. კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ“ ბათუმში 11 და 12 ივლისს გაიმართება. ბათუმში ყოფნისას ფულე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.

ერევანში გაფრენამდე სულემ და სააკაშვილმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ევროკომისარმა განაცხადა, იმისთვის რომ საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესის წარმატებულად დასრულდეს „საჭიროა დავინახოთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება და უფრო აქციური ძალისხმევა საზოგადოების პოლარიზაციის აღსაკვეთად.“

ასევე კონფერენციაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო უკეთეს და კარგ ფორმაში იყოს ვილნიუსის სამიტისთვის.“
XS
SM
MD
LG