ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპულ ბირჟებზე მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა


ევროპულ ბირჟებზე მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა
ევროპულ ბირჟებზე მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

ევროპულ ბირჟებზე მდგომარეობა გუშინდელ დანაკარგებთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესდა. პარიზში, ლონდონში და ფრანკფურტში ორშაბათის ოთხპროცენტიანი ვარდნის შემდეგ ინდექსებმა საშუალოდ 1 პროცენტზე მეტით აიწია.

ნიუ იორკში დღეს დილით აქციების დრამატული ვარდნა აღინიშნა. აზიურ ბაზრებზეც შეერთებული შტატების და ევროპული ქვეყნების დავალიანებათა გაზრდის შიშით დაღმასვლა ისევ გრელდება.

იაპონიაში „ნიკეის“ ინდექსი 2.2 პროცენტზე გაჩერდა. ეს ყველაზე დაბალი მონაცემია 2009 წლის აპრილის შემდეგ. საექსპორტო პროდუქციაზე მომუშავე საწარმოები იქ უდიდეს ზარალს განიცდიან.

ოქრო ისტორიის მანძილზე რეკორდულ ფასს აღწევს. ერთი უნცია ოქრო ბაზარზე 1, 919 დოლარს გაუტოლდა. ამერიკის სახელმწიფო ხაზინის ობლიგაციათა ფასი უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე გაჩერდა.

XS
SM
MD
LG