ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში გაყიდულ ბავშვის რძის პროდუქტში შესაძლოა სალმონელა იყოს


იმ ქვეყნებს შორის, სადაც სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა, საქართველოც სახელდება. საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. საუბარია კომპანია "ლაქტაილის" (Lactail) მიერ წარმოებულ რძეზე და რძის პროდუქტებზე.

განკარგულება საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა გასცა. ვაჭრობიდან სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებულ პროდუქცია, რომელიც 2017 წლის თებერვლის შემდეგ არის ნაწარმოები. კომპანია ექსპორტს აგზავნის აფრიკის, აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG