ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გინსბურგი - პირველი სახელმწიფო მოხელე ქალი, რომელიც კაპიტოლიუმში, ლინკოლნის სასახლის სადგამზე დაასვენეს


კაპიტოლიუმის ისტორიული დარბაზის ცენტრში, პრეზიდენტ ლინკოლნის სახსახლის ხის სადგამი დგას, რომელზეც მოსამართლე გინსბურგის სასახლეს დაასვენებენ.
კაპიტოლიუმის ისტორიული დარბაზის ცენტრში, პრეზიდენტ ლინკოლნის სახსახლის ხის სადგამი დგას, რომელზეც მოსამართლე გინსბურგის სასახლეს დაასვენებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბედერ გინსბურგი, ისტორიის შექმნას გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს. ის იქნება პირველი სახელმწიფო მოხელე ქალი, რომლის ცხედარსაც კაპიტოლიუმის ისტორიულ, ძეგლებიან დარბაზში დაასვენებენ.

დახურული სამგლოვიარო ცერემონია, მისი ნათესავებისა და ახლობლებისთის, კაპიტოლიუმში დღეს გაიმართება.

რუთ გინსბურგის ისტორია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

კანონის უზენაესობის სიმბოლოდ ქცეულ გინსბურგს ისტორია მუდამ თან სდევს. მისი სასახლე, იმავე ხის სადგამზე იქნება დასვენებული, რომელზეც პრეზიდენტ ლინკოლნის სასახლე, 1865 წელს, მისი მკვლელობის შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, გინსბურგის ხსოვნას პატივი გუშინ, უზენაეს სასამართლოში მიაგეს.

მოსალოდნელია, რომ სამგლოვიარო ცერემონიას, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე დღეს დაესწრებიან.

ცერემონიაზე მიწვეულ სტუმართა სია, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეძღუდულია.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუთ ბედერ გინსბურგს მომდევნო კვირაში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კაპიტოლიუმის გუმბათიან, მრგვალ დარბაზში, 2005 წელს, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო, როზა პარკსი იყო დასვენებული.

მოსამართლე გინსბურგი, 88 წლის ასაკში, გასულ პარაკსევს გარდაიცვალა. მის 27 წლიანი კარიერა, უზენაეს სასამართლოში, პანკრეასის კიბომ დაასრულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG