გერმანული მედიის განცხადებით, 2011 წელს მიუნხენის ერთერთი ბინიდან ათას ხუთასი ფერწერული ტილო ამოიღეს, რომელთა შორის პიკასოს, მატისის და შაგალის ნამუშევრებია. ხელოვნების ნიმუშები კერძო კოლექციებიდან არის, რომლებიც ნაცისტებმა თავის დროზე კონფისკაციის შედეგად ჩაიგდეს ხელში.
როგორც ირკვევა, ცნობილი მხატვრების ტილოები კორნელიუს გურლიტის ბინაში ინახებოდა და მას ეს კოლექცია მემკვიდრეობით ბაბუამ დაუტოვა. ჰილდებრანდ გურლიტი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა მუზეუმის დირექტორად დანიშნეს, რათა ფერწერული ტილოები საზღვარგარეთ გაეყიდა. გურლიტი ასეც მოიქცა, მაგრამ ზოგიერთი საკუთარი თავისთვის გადაინახა.
ექსპერტების განცხადებით, ნაცისტური გერმანიის დროს, ფაშისტებმა ებრაელ დილერებს ოცი ათასამდე ფერწერული ტილო ჩამოართვეს. მათი დიდი ნაწილის ადგილმდებარეობა დღემდე დაუდგენელია. ტილოების წარმომავლობის დადგენის შემდეგ ნამუშევრებზე პრეტენზიას მათი ყოფილი მფლობელების მემკვიდრეები განაცხადებენ.