ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია და ისრაელი ისტორიულ ერთობლივ სამხედრო მანევრებს მართავენ


პირველად ისტორიაში, გერმანიისა და ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ერთობლივი შემადგენლობით იმ ადგილს გადაუფრინეს, სადაც 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ისრაელის სპორტსმენები ჯერ მძევლად აიყვანეს და შემდეგ მოკლეს.

სპორტსმენთა გუნდი, 1972 წლის 5 სექტემბერს აიყვანეს მძევლად. ტერაქტის შედეგად ისრაელის 11 ოლიმპიელი ათლეტი, გერმანელი პოლიციელი და ხუთი თავდამსხმელი დაიღუპა.

თავდასხმა ებრაელ სპორტსმენებზე რადიკალმა პალესტინელებმა ე.წ. "შავი სექტემბრის" ტერორისტული ჯგუფის წევრებმა განახორციელეს.

ისტორიული ფრენა "ლურჯი ფრთები 2020-ის" სახელწოდებით შესრულდა.

მოგვიანებით, მფრინავები ერთობლივ მანევრს შეასრულებენ დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, სადაც ნაცისტურმა გერმანიამ 200 000 ადამიანი, მათ შორის, უმრავლესობა ებრაელი ჯერ დააპატიმრა შემდეგ კი მოკლა.

1945 წლიდან ბერლინმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იგრძნო ისრაელის მიმართ. წელს კი პირველად იმართება ერთგვარი "მეგობრული სამხედრო წვრთნა," რომლის ფარგლებშიც გერმანელი და ისრაელის სამხედრო მოერიშეები მანევრებს ასრულებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG