გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
ფრანკ უოლტერ-შტაინმეიერმა მწუხარება გამოთქვა და იმ ორი დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა, ვინც ქალაქ მაზარ-ი-შარიფში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებისას დაიღუპა. იმავე დღეს 100-მდე სამოქალაქო პირი დაშავდა.
თალიბანის მებრძოლების თავდასხმამ საკონსულოს შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა. სროლები რამდენიმე საათს გაგრძელდა.
თალიბანი აცხადებს, რომ ეს შურისძიებითი თავდასხმა იყო თვის დასაწყისში ყუნდუზის პროვინციაში განხორიცელებული საჰაერო იერიშის გამო. დაჯგუფების თქმით, მაშინ 32 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ბავშვბები.