ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის თავკაცი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს


ჩაკ ჰეგელი და ირაკლი ალასანია
ჩაკ ჰეგელი და ირაკლი ალასანია

ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას 7 მაისს შეხვდა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ავღანეთში "აისაფის" მისიაში შეტანილი წვლილისთვის და მოუწოდა მას თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას პენტაგონის სპიკერი ადმირალი ჯონ კირბი ადასტურებს. ამას გარდა, ორი ლიდერის მიერ შეხვედრისას განხილული იყო უკრაინაში შექმნილი კრიზისი და რეგიონში ნატოს მოკავშირეთა ძალისხმევა, რომელმაც საერთაშორისო ვალდებულებების რეალიზება და მოსკოვზე ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა მოახდინოს.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა და გაიმეორა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას და პირობა დადო, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს საქართველოსთან მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს ქართველმა მინისტრმა წინადადება წამოაყენა და ნატოს მოუწოდა უკრაინაში, რუსეთის ქმედებების ფონზე, გაზარდოს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.

XS
SM
MD
LG