ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როიტერი": საქართველოს მმართველი პარტიის ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე ოქტომბრის არჩევნებამდე იზრდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საკნონმდებლო ორგანოს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია და მას შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

„ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო.

პარლამენტის მიერ 20 თებერვალს მიღებული შესწორებებით იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი. ასევე, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

კრიტიკოსები ამ ნაბიჯს არჩევნების წინ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უწოდებენ. ცვლილებების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს "ქართულ ოცნებას" საშულებას მისცემს გააკონტროლოს არჩევენები.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება", რომელიც მეოთხე ვადით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ამ დროისთვის ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობას ფლობს, თუმცა 2020 წლის შემდეგ, პარტიის პოპულარობა კლებულობს.

XS
SM
MD
LG